Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები დაშლას არ აპირებენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები დაშლას არ აპირებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზვიად კუპრავას განმარტებით, ისინი პარლამენტის წინ კარვებს გაშლიან და ღამეს ადგილზე გაათენებენ.

ორგანიზატორების განცხადებით, ისინი აქციების შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათივე თქმით, ხვალ ოთხ საათზე პარლამენტის წინ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება, რომელსაც მოსახლეობა რეგიონებიდანაც შემოუერთდება.

აქციის ორგანიზატორები, მათ შორის, ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა დამნაშავე პირის დასჯას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button