შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცებაზე გამოძიება დაიწყო

აფგან მუხთარლის, აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტის, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და ერთი დღის შემდეგ ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა, საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს.

„პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“, – ნათქვამია სამინისტროს მოკლე განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ „არ უნდა ვიჩქაროთ“ დასკვნების გაკეთება და დასაძინა, რომ „როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს ის დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე, სადაც პასპორტი არ სჭირდება“.

„დაგვზუსტებენ, რომელ მხარეზე გადადიოდა, სად გადადიოდა, სად მოხდა და ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტს“, – განაცხადა მან.

აფგან მუხთარლიმ განაცხადა 30 მაისს, რომ ის თბილისში თავისი სახლის მახლობლად ძალით ჩასვეს მანქანაში უცნობმა პირებმა, რომლებიც, როგორც ის მიიჩნევს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, მოგვიანებით კი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა 30 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში განაცხადა, რომ აზერბაჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აზერბაიჯანში „წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის რიკის ქვეშ იმყოფება“.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button