civil.ge
ივანიშვილი აცხადებს, რომ მარგველაშვილით ‘იმედგაცრუებულია’
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გაოცებულია და „იმედგაცრუებულია“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილით. ივანიშვილმა, რომელიც ადრე ხშირად მოიხსენიებდა მარგველაშვილს თავის ერთ–ერთ უახლოეს მეგობრად, განაცხადა, რომ მას აღარ აქვს „არაფორმალური ურთიერთობები“ პრეზიდენტთან. „ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ. უკეთესია ჩემთვის პირადად; ზედმეტი დრო გამიჩნდა“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომელიც 19 მარტს გავიდა ეთერში. მან ასევე …