civil.ge
‘აირზენა–საქართველოს ავიახაზებმა’ ბათუმი–მოსკოვის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ქართულმა ავიაკომპანიამ "აირზენა–საქართველოს ავიახაზებმა“ 21 ივნისს მოსკოვსა და ბათუმს შორის ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყო. ქართული ავიაკომპანია კვირაში ორ ფრენას განახორციელებს და ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 193 ევრო იქნება. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ კომპანია თბილისსა და მოსკოვს შორისაც ახორციელებს ფრენებს. გარდა მოსკოვისა, "აირზენა–საქართველოს ავიახაზები“ ბათუმიდან ასევე ახორციელებს ფრენებს კიევის, ბაქოს და თელ–ავივის მიმართულებით. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ამ …