ახალი ამბები

მოსკოვი თბილისსა და ცხინვალს ‘ეთნიკური კონფლიქტის’ განახლების თავიდან აცილებისაკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 ივნისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში  ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს კოფლიქტის ზონაში სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით თავშეკავებისაკენ მოუწოდებს.


შეტყობიებაში ნათქვამია, რომ 29 მაისს კოფლიქტის ზონაში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შემდეგ, რასაც სამი ოსი სამხედროსა და ერთი ქართველი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა და რომელსაც “ეთნიკური კონფლიქტი შეეძლო გამოეწვია“, შერეული საკოტროლო კომისიის “ენერგიული მოქმედებების შედეგად“ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.


“თუმცა 6 ივნისს სამი ქართველის გაუჩინარებამ სიტუაცია კვლავ საშიშ ზღვარს დააახლოვა“, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


ოფიციალური ინფორმაციით, 6 ივნისს კონფლიქტის ზონაში ოთხი ქართველი გაუჩინარდა. ოფიციალურმა თბილისმა უკვე მისცა ინციდეტს გატაცების კვალიფიკაცია, მაშინ, როცა ცხინვალი აცხადებს, რომ ქართველების დაკარგვა “კრიმინალურ გარჩევებს“ უკავშირდება.


ამ ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზაშეწონილად მიიჩნევს უახლოეს პერიოდში საქართველოსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრების “სასწრაფოდ შეხვედრას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button