
ახალი ამბები
იური ძიწოითი
დე ფაქტო პარლამენტის ვიცე–სპიკერი
ზოგადი მონაცემები
- იური ძიწოითი დაიბადა 1961 წლის 6 ივნისს ქ. ცხინვალში.
- 1968–1978 წლებში სწავლობდა ქ. ცხინვალის #2 საშუალო სკოლაში.
- 1978–1983 წლებში სწავლობდა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის მიმართულებაზე.
- 1983–1984 წლებში მუშაობდა გაზეთ „Советон Ирыстон“–ის რედაქციაში კორექტორად.
- 1984–1985 წლებში სსრკ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
- 1986–1987 წლებში გაზეთ „Советон Ирыстон“–ის რედაქციაში კორექტორად, შემდეგ კი მთარგმნელად მუშაობდა.
- 1988–1990 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა.
- 1990–იანი წლებიდან „სამხრეთ ოსეთის“ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობს.
- 1994 წლიდან ასწავლის „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
- 1990 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
- 2009 წლიდან არის დოცენტი.
- გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია.
- ყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
პოლიტიკური კარიერა
- იური ძიწოითი 1991 წლის მარტში სსრკ–ის შენარჩუნების მიზნით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი რეფერენდუმის ჩასატარებლად რეგიონში შექმნილ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელძღვანელობდა. 1992 წლის 19 იანვრის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩასატარებლადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა ცენტრალური კომისია, რომელსაც კვლავ ძიწოითი ხელმძღვანელობდა.
- 2011 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პერიოდში დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარ კოკოითს დაუპირისპირდა, რომელმაც ძიწოითს 11 დეკემბერს ვიცე–სპიკერობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.
- 2012 წლის 25 მარტის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრიდა. ძიწოითი პირველი იყო პრეტენდენტებს შორის, ვინც 14 თებერვალს სახელმწიფო ენის ცოდნაზე გამოცდა ჩააბარა. ამის შემდეგ დაიწყო დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მის მხარდასაჭერად შეგროვებული 500 ხელმოწერის შემოწმება. კომისიამ რეგისტრაციაზე უარი 18 თებერვალს უთხრა. კომისიამ მიზეზად კანდიდატად დარეგისტრირებისთვის შეგროვებულ ხელმოწერებში აღმოჩენილი დარღვევები დაასახელა. ძიწოითმა კომისიის გადაწყვეტილება დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 1 მარტს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძიწოითის საჩივარი.
- 2012 წლის 25 მარტს განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2011 წლის 27 ნოემბერს ჩატარებული არჩვენების მეორე ტურის შედეგები დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არ აღიარა. 13 ნოემბერს გამართულ დე ფაქტო არჩევნებში ალა ჯიოევამ ხმების 24.8% მიიღო და არჩევნების მეორე ტურში გავიდა, სადაც 2011 წლის 27 ნოემბერს, ხმების 56.74%-ით სახელისუფლებო კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს სძლია. მიუხედავად იმისა, რომ ძიწოითი ბიბილოვს უჭერდა მხარს, მან აღიარა ჯიოევას გამარჯვება.
დამატებითი ინფორმაცია
- ძიწოეთის აზრით, შესაძლებელია ახალგორის ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მიეცეს ახალგორის რაიონში ცხოვრებისა და ქართულენოვან სკოლებში სწავლის საშუალება, რადგან ეს ხალხი არ მონაწილეობდა აგვისტოს ომში, თუმცა, მისი აზრით, უნდა გადაიხედოს ისტორიისა და ლიტერატურის წიგნები.
- ძიწოეთის განცხადებებით, სამხრეთ ოსეთმა უნდა წამოწიოს გუდოს ხეობის, ჩრდილოეთ ოსეთმა კი თრუსოს ხეობის „დაბრუნების“ საკითხი.
- ძიწოითი ხშირად გამოდის ოსური ენის დაცვის მოთხოვნით. ძიწოეთი აკრიტიკებდა დე ფაქტო პრემიერ–მინისტრ ვადიმ ბროვცევს და მის მიერ ჩამოყვანილ რუს ჩინოვნიკებს, რომლებმაც არ იცოდნენ ოსური ენა და არ ქონდათ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობა.
- 2010 წლის 23 მაისს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპულიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს რუსი დამკვირვებლების მონიტორინგის ჯგუფთან ერთად აკვირდებოდა, რის გამოც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.