ახალი ამბები

ბადრა გუნბა

აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრი

ზოგადი მონაცემები

  • ბადრა გუნბა დაიბადა 1981 წლის 14 აგვისტოს ქ. სოხუმში.
  • 1998 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის N20 საშუალო სკოლა.
  • 2003 წელს დაამთავრა ვავილოვის სახელობის სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალობით.
  • 2003 წელს მუშაობა დაიწყო ქ. სარატოვის ადმინისტრაციაში სოციალური სფეროს ფინანსირების განყოფილებასა და საფინანსო კომიტეტის სამმართველოს აპარატში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
  • 2004–2006 წლებში ქ. სარატოვის ადმინისტრაციის ოქტიაბრის რაიონის ფინანსურ განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობეზე მუშაობდა. 2005 წელს მესამე კლასის უმცროსი მუნიციპალური მრჩევლის საკვალიფიკაციო თანრიგი მიიღო.
  • 2007 წელს სარატოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ეკონომიკისა და სახალხო მეურნეობის მართვის“ სპეციალობის მიმართულებით თემაზე: „რეგიონული საკვები პროდუქტების ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესაბამისობის ეკონომიკური რეგულირება: სარატოვის ოლქის მაგალითი“.
  • 2007–2009 წლებში მუშაობდა აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტში სამართლებრივ საკითხებში რეფერენტად.
  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პოლიტიკური კარიერა

  • 2009 წლის 30 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.  2011 წლის 13 ოქტომბერს კი, კულტურის მინისტრად.

სხვა საქმიანობა

  • ბადრა გუნბა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ფედერალური ოლქის „სამხრეთის“ (Юг) სუბიექტების ეკონომიკური ურთიერთქმედების ასოციაციის კულტურისა და ხელოვნების საკოორდინაციო საბჭოს წევრია.
Back to top button