
ახალი ამბები
ალასანიას ვიზიტი სომხეთში
7 მარტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალურ ვიზიტს იწყებს სომხეთში, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და თავდაცვის მინისტრთან სეირან ოჰანიანთან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
This post is also available in: English Русский