ახალი ამბები

აზერბაიჯანული Pasha Bank-ი ქართულ ბაზარზე შემოდის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მან საქართველოში საქმიანობის ლიცენზია მისცა Pasha Bank–ს, რომელიც აზერბაიჯანის ერთ–ერთ უდიდეს კერძო ბანკს წარმოადგენს და რომელიც ძირითადად კორპორატიულ კლიენტებზეა ორიენტირებული,

მისი ქართული ფილიალი Pasha Bank-ის პირველი უცხოური შვილობილი კომპანია იქნება.

ამჟამად საქართველოს საბანკო ბაზარი ოცი კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, Pasha Bank Georgia უკვე მესამე აზერბაიჯანული ბანკი იქნება საქართველოში უკვე მოქმედ „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო"-სთან და „კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალთან ერთად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button