skip to content
ახალი ამბები

რასმუსენი: საქართველო ნატოს ‘ერთგული’ პარტნიორია

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია“, როდესაც ისინი 5 დეკემბერს თავიანთ ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს შეხვდებიან, განაცხადა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალის დაწყებამდე.  

მისი თქმით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები „მოუწედებნ ყველა მხარეს [საქართველოში] შეინარჩუნონ დემოკრატიული რეფორმების ტემპი“.

რასმუსენმა საქართველოს უწოდა „ერთგული პარტნიორი“ და „ერთ–ერთი ქვეყანა, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“.

„საქართველომ ავღანეთში ჩვენ მისიას სამაგალითო ერთგულება უჩვენა და ხვალ ISAF-ის მისიაში  ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად განვიხილავთ ავღანეთის ძალებისთვის გრძელვადიანი დაფინანსების საკითხს ფართო საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში“, – განაცხადა რასმუსენმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button