ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადადგა

კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ მან თანამდებობა დატოვა და გურჯაანის რაიონში მმართველი პარტიის სახელით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.

ღვინიაშვილი პირველად 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად, თუმცა არჩევიდან მალევე მან კახეთის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა, რის გამოც სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამ მანდატის მოპოვებამდე ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო.

ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კახეთის ახალი გუბერნატორის პოსტს.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button