skip to content
ახალი ამბები

თბილისი Elbit Systems–ის მიმართ დავალიანების არსებობას უარყოფს

საქართველომ უარყო დავალიანების არსებობა თავდაცვითი სისტემების მწარმოებელი ისრაელის კომპანიის Elbit Systems Ltd.-ის მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, დაახლოებით, 100 მილიონ აშშ დოლარის სადავო თანხაზე გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

“ჩვენ ვიცით, რომ არბიტრაჟში შეტანილია სარჩელი, თუმცა ოფიციალურად ჩვენთვის არბიტრაჟის მხრიდან ინფორმაცია არ არის მოწოდებული“, –განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 18 აპრილს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არა მხოლოდ რაიმე სახის სამხედრო დავალიანება არ აქვს, არამედ არსებობს მსოფლიოში მთელი რიგი სამხედრო კომპანიები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქეთ აქვთ ქართული მხარის დავალიანება“, – აღნიშნა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

Elbit Systems–მა 8 აპრილს განაცხადა, რომ მან საქართველოს მთავრობას იმის გამო უჩივლა, რომ 2007 წელს გაფორმებული რამოდენიმე კონტრაქტის შესაბამისად მისაწოდებელი პროდუქციის საფასური არ გადაუხადეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button