
ახალი ამბები
ინფლაცია სექტემბერში 9.8%–მდე გაიზარდა
წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 9,8% შეადგინა, იტყობინებიან "საქსტატი" და საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ოქტომბერს.
ივლისში წლიური ინფლაცია 7% იყო, ხოლო აგვისტოში, ბოლო 24 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 9.5%–ს მიაღწია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მაღალი ინფლაციის დონის საპასუხოდ, 6.5%-დან 7%–მდე გაზარდა.