ახალი ამბები

საქართველოს მშპ 2010 წლის პირველ ნახევარში 6.6%–ით გაიზარდა

"საქსტატის" მიერ 21 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2010 წლის პირველ ნახევარში 6.6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით და ნომინალურ 9.201 მილიარდ ლარს მიაღწია.
 
ამავე მონაცემებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მშპ–ს ზრდა 8.4% იყო და 4.95 მილიარდი ლარი შეადგინა.

2010 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა და სახელმწიფო მართვა (თითოეული 15–15%); შემდეგ მოდის ვაჭრობა (14%), ტრანსპორტი და კომუნიკაცია (13%) და სოფლის მეურნეობა (9%).

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს 7–10%–იანი წლიური ეკონომიკური ზრდა ესაჭიროება იმისათვის, რომ სწრაფად განვითარდეს. "5–6%–იანი ზრდა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქართველო წავიდეს წინ,“– განაცხადა მან მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე.

 

Back to top button