ახალი ამბები

ევროკავშირი ცხინვალს ქართველი მოზარდების სწრაფი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ”ღრმადაა შეშფოთებული” ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების გამო, რომლებიც 4 ნოემბრის შემდეგ ცხინვალში პატიმრობაში რჩებიან და ”მოითხოვს ყველა დაკავებული პირის სწრაფ გათავისუფლებას”.

”ევროკავშირი ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ მხედველობაში იქნას მიღებული არასრულწლოვანი დაკავებულების განსაკუთრებული უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ კი ბავშვთა უფლებების გაეროს კონვენციის შესაბამისად,” – ნათქვამია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის მიერ 12 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს მხარეებს ანალოგიური შემთხვევები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მოაგვარონ.

”ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიყენოს თავისი ზეგავლენა, რათა აღკვეთონ ამგვარი ინციდენტების გამეორება, და კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში,” – ნათქვამია განცხადებაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button