
ახალი ამბები
ფრიდის შემცვლელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას ფილიპ გორდონი 15 მაისიდან შეუდგა, რომელმაც თანამდებობაზე დენიელ ფრიდი შეცვალა.
ფილიპ გორდონი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ თანამდებობაზე მარტში წარადგინა.
თავის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას მეთიუ ბრაიზა, რომელიც 2005 წლიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ ევროპის საკითხებში.