ახალი ამბები

ოპოზიციამ რკინიგზის ბლოკირება დაასრულა

დაახლოებით სამსაათიანი ბლოკირების შემდეგ, ოპოზიციის აქტივისტებმა თბილისის რკინიგზის სადგურში აქცია დაასრულეს.

აქციის დასრულების წინ ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოუწოდა მოპიკეტეებს გადაენაცვლათ რუსთაველის გამზირისკენ, სადაც, მისი თქმით, შესაძლებელი იყო დარბევა განხორციელებულიყო. იმავდროულად, მან რკინიგზის ბლოკირების აქციას ”ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.

Back to top button