ახალი ამბები

სამების ეზოში ათასობით ადამიანია შეკრებილი

ათასობით ადამიანია შეკრებილი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც ამ წუთებში პატრიარქის მისვლას ელოდებიან.

სამების ეზოს ტერიტორია მთლიანად გადაიჭედა მას შემდეგ, რაც მანიფესტანტები ოპოზიციური მოძრაობის არაოფიციალური ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის წინამძღოლობით ეროვნული სტადიონიდან მივიდნენ იქ მსვლელობით. 

გიორგი გაჩეჩილაძემ მანიფესტაციის დაწყებამდე განაცხადა, რომ პატრიარქი ”დაგვანახებს გზას მომავლისკენ” იმ პირობებში, როცა”ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება”. 

Back to top button