ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია დამოუკიდებლად აპირებს მოქმედებას

პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც ალიანსი თავისუფლებისთვის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ”სააკაშვილის რეჟიმის” დემონტაჟს დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებლად, საკუთარი გეგმის გააგრძელებს.

თუმცა მან აღნიშნა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს ოპოზიციის ”სახალხო აღლუმში”.

”ყველა ყველასთან ვეღარ დარჩება, როგორც ეს იყო აქამდე,”- განაცხადა მან, ”ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ იმ სქემების განხორციელებას, რომელიც ჩვენ ოპოზიციას წარვუდგინეთ, თუმცა მათ ეს არ მიიღეს”.

”ხვალიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ და ამ მუშაობის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სრული დემონტაჟი,”- განაცხადა მან ალიანსის სახელით, რომელიც ასევე აერთიანებს ტრადიციონალისტებს, ქალთა პარტიას და მომავლის პარტიას.

მისი თქმით, მის 9 აპრილის ფორმატით ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობამ ”ამოწურა თავი” და ”ჩვენ უნდა ვეძებოთ სხვა ფორმები თანამშრომლობისა”.

ეროვნული ფორმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია აპირებს სხვებთან ერთად ან მათ გარეშე წამოიწყოს კამპანია რეგიონების გამოსაფხიზლებლად. ალიანსი საქართველოოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ასევე ისაუბრა ახალი მიდგომების ამოქმედების საჭიროებაზე.

Back to top button