
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს არ გაავრცელოს დაუსაბუთებელი ინფორმაცია
საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ინფორმაციების გავრცელება ოპოზიციაზე ან დაასაბუთოს კონკრეტული ბრალდებები.
დიპლომატიური კორპუსისა და ოპოზიციის ლიდერების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩთან ჯონ ტეფტთან 13 მაისს გადაამოწმა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელჩებთან შეხვედრების დროს ხელისუფლება საუბრობს თითქოს ზურაბიშვილი იდგა ცოტა ხნის წინ ქალთა კოლონიაში განხორციელებული”ბუნტის” უკან.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების პრეზიდენტთან შეხვედრის დროს სააკაშვილმა უთხრა, რომ ”თურმე მე ვარ გრუ-ს აგენტი, თურმე ნინო ბურჯანაძეს რუსული ფული მოსდის. მან ასევე გაიხსენა 2007 წელს დატრიალებული კადრები გოგა ხაინდრავაზე და სხვებზე”.
”თუ აქვთ რამე დასაბუთება რომელიმე ამ ფაქტზე, დადონ დღეს და თუ არა გაჩუმდნენ სამუდამოდ,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ”ეს არის ტოტალიტარული სისტემის პირველი მაჩვენებელი”.