
”ორმაგი დღის წესრიგით” მოლაპარაკებებისკენ მოწოდება
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა 17 აპრილს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას დაიწყონ მოლაპარაკებები ”ორმაგი დღის წესრიგით” რომლის დროსაც ორივე მხარის მიერ წამოყენებული საკითხები იქნება განხილული.
”იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების ხედვა მოლაპარაკების საგანზე არათავსებადია, რასაც პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეყავს, მოლაპარაკება უნდა გაიმართოს ორმაგი დღის წესრიგით: მსჯელობის საგნად უპირობოდ უნდა იქცეს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წამოყენებული საკითხები. ამასთან, აუცილებელი პირობაა, უზრუნველყოფილი იყოს მოლაპარაკების პროცესის სათანადო გამჭვირვალობა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს და რომელსაც ასევე უერთდებიან ჟურნალისტები ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე.