
ახალი ამბები
სახალხო დამცველს ციხეების მონიტორინგის მეტი ბერკეტი ექნება
სახალხო დამცველის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ობუდსმენის ოფისს სპეციალური ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის მეტი ბერკეტი მიეცემა.
ამის შესახებ დღეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მონიტორინგის გაძლიერება ასევე მიზნად ისახავს წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმების შექმნას.
”სასჯელაღსრულების სისტემა იქნება უფრო გამჭირვალე, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა შაშკინმა.
თუმცა სუბარმა, რომელიც ასევე მიესალმა მოსალოდნელ ცვლილებას, იქვე აღნიშნა, რომ ვერ მოხერხდა ახალი ინიციატივის შემუშავებისას შეთანხმება მონიტორინგის ფარგლებში ფოტო და აუდიო აპარატურის გამოყენების დაშვებაზე.