ახალი ამბები

სიხარულიძე: რუსული საოკუპაციო ძალები საქართველოს უსაფრთხოებას რისკს უქმნიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული სამხედრო ძალები ”სერიოზულ” რისკს წარმოადგენენ საქართველოს უსაფრთხოებისათვის.

”ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო შემოჭრისაგან,”- განაცხადა მან 6 მარტს სააგენტო ”ფრანს პრესთან” (AFP) ინტერვიუში, ”ეს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის გაზრდილი ყოფნა საქართველოში… ზრდის შეშფოთებას და მძიმედ მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე”.

6 მარტს, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომელიც რეგიონში რუსული ბაზების 49 წლით დაკანონებას ითვალისწინებს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოფიციალური ცნობით, სულ 7 600 რუსი სამხედრო იქნება დისლოცირებული რუსულ ბაზებზე.

Back to top button