ახალი ამბები

ვლადიმერ ჩაჩიბაიას ბიოგრაფია

ვლადიმერ ჩაჩიბაიას ბიოგრაფია

დაბადების თარიღი: 4 ნოემბერი, 1971 წელი
ოჯახური მდგომარეობა: ყავს მეუღლე და ერთი შვილი
უცხო ენები: ინგლისური, რუსული

 
განათლება:

სამხედრო განათლება:
1993-1994 გაერთიანებული სამხედრო აკადემია, თბილისი, საქართველო
1999 ქვეით ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი, ფორტ ბენინგი, ჯორჯიის შტატი, ა.შ.შ
2002-2003 სამეთაურო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი, ა.შ.შ.
2007-2008 აშშ –ის არმიის ომის კოლეჯი

სამოქალაქო განათლება:
2004 საქართველოს საბაჟო აკადემია, იურიდიული ფაკულტეტი, თბილისი

კურსები:
1995 – დაზვერვის სპეციალური კურსი
1998 – ზოგადი და სამხედრო ინგლისურის და საორიენტაციო კურსი. რიპონისა და იორკის უნივერსიტეტის კოლეჯი, ინგლისის გაერთიანებული სამეფო
1999 – ამერიკული ძირითადი ენის კურსი, სამხედრო ენის კოლეჯი, ლაკლანდის სამხედრო საჰაერო ძალები, ტეხასი, ა.შ.შ
2000 – სნაიპერთა სკოლა, სპეც. დანიშნულების ძალები, თბილისი, საქართველო
2000 – სამთო-სათხილამურო მომზადება, ანდერმატი, შვეიცარია
2000 – ზვავსაწინააღმდეგო მომზადება, ანდერმატი, შვეიცარია
2001- საჰაერო სადესანტო მომზადება, სპეც. დანიშნულების ძალები, თბილისი, საქართველო
2005 – სამხედრო მართლმსჯულების განვითარება, საერთაშორისო იურიდიულ მეცნიერებათა ა.შ.შ. თავდაცვის ინსტიტუტი; თბილისი, საქართველო
2002 – ამერიკული სპეციალური ენის კურსი, სამხედრო ენის კოლეჯი, ლაკლანდის სამხედრო საჰაერო ძალები, ტეხასი, ა.შ.შ
2003 – მობილური ჯგუფის საშტაბო ინტეგრაციის კურსი, თბილისი, საქართველო
2003 – ძირითადი მატერიალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო პროცედურები, თბილისი, საქართველო
2003 – სამხედროები, მედია და დემოკრატია. უილიამ ალენ უაითის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების სკოლა და საერთაშორისო პროგრამების ოფისი, ლორენსი, კანზასი, ა.შ.შ

სამუშაო გამოცდილება:
1989-1991 რიგითი, სამხედრო საჰაერო ძალები, სსრკ, საქართველო
1991-1992 სერჟანტი, ეროვნული გვარდია
1992-1993 – ოცეულის მეთაური, ეროვნული გვარდია
1993 -1994 – სამხედრო აკადემიის კურსანტი
1994-1995 – ქვეითი ოცეულის მეთაური, 25-ე ქვეითი ბრიგადა
1995-1996 – დაზვერვის ბატალიონი, AGS-17 ოცმეთაური
1996-1998 – დაზვერვის ბატალიონის ასმეთაურის მოადგილე
1998-1999 – ცალკეული დაზვერვის ბატალიონის S-3 ოფიცერი (ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი)
1999-2000 – სწრაფი რეაგირების ძალები ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (შეიარაღების სპეციალისტი)
2000-2001 – სწრაფი რეაგირების ძალები საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი
2001-2002 – G-2 ის უფროსი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა
2002-2003 – პირადი შემადგენლობის ოფიცერი, სპეც. დანიშნულების ბრიგადა
2003-2005 – პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი
2004 – ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში
2005 – მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური
2005-2006 გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი
2006 – სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი
2006 – გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე
2007 – გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი
2008 სექტემბერი – ნოემბერი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი
2008 წლის ნოემბერი – 2009 წლის მარტი – შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.

ჯილდოები:
1999 – მედალი საბრძოლო მიღწევისათვის
2002- სახელობითი “მაკაროვის” ტიპის პისტოლეტი
2006 – გენერალ მაზნიაშვილის მედალი
2007 – სახელობითი “გლოკ-19”-ის ტიპის პისტოლეტი

სამხედრო წოდება: პოლკოვნიკი
 

მსგავსი/Related

Back to top button