ახალი ამბები

აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია

(არაოფიციალური თარგმანი)

პრეამბულა

ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა:

ადასტურებენ ჩვენი, როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების, ურთიერთობების მნიშვნელობას. ჩვენ ვაპირებთ გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა ორივე სახელწიფოს ინტერესების სასარგებლოდ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების ფართო სპექტრის გარშემო.

ხაზს უსვამენ რომ ეს თანამშრომლობა ჩვენს ორ დემოკრატიულ სახელმწიფოს შორის ეფუძნება ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ჩვენ ორივე ვიზიარებთ. ეს მოიცავს დემოცრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების გაფართოებას, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ახალი გამოგონებებისა და ტექნოლოგიური მიღწევების ხელშეწყობას.

ხაზს უსვამენ ჩვენს ერთობლივ სურვილს რომ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ეკონომიკის, პოლიტიკის, დიპლომატიის, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ადასტურებენ იმ უსფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას, რომლებიც გაწერილია ა.შ.შ-ის, რუსეთის ფედერაციის და უკრაინის პრეზიდენტების 1994 წლის 14 იანვრის სამხრივ განცხადებაში და ბუდაპეშტის მემორანდუმში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც ეხება უკრაინის მიერთებას 1994 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.
 
ადასტურებენ 2008 წლის 31 მარტს ხელმოწერილ ა.შ.შ.-უკრაინის თანამშრომლობის პრიორიტეტებს (საგზაო რუქას) და სტრატებიული პარტნიორობის ვალდებულებებს, რომლებიც გაკეთდა პრეზიდენტ ბუშსა და პრეზიდენტ იუშჩენკოს შეხვედრის დროს 2005 წლის 4 აპრილს.

ნაწილი I: თანამშრომლობის პრინციპები

ქარტია ეფუძნება ორივე მხარის ძირითად პრინციპებს და მოსაზრებებს:

ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთგაგებას და იმ საერთო მოსაზრების აღქმას, რომ დემოკრატია არის უსაფრთხოების, კეთილდღეობის და თავისუფლების მთავარი გარანტი. 

თანამშრომლობა დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში აუცილებელია, რათა ადექვატური პასუხი გაეცეს მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ საფრთხეებს. 

ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა, რომელსაც თავდაცვის უნარი შესწევს, ხელს უწყობს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, მათ თავისუფლებას და მშვიდობას.

ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

ა.შ.შ. და უკრაინა იზიარებენ ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინის არსებობის საციცოცხლო ინტერესს. უკრაინის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავება ერთობლივ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობა რომლის მიზანი უკრაინის შესაძლებლობების გაზრდა და უკრაინის ნატო-ს წევრობის კანდიდატობის გაძლიერება იქნება.

[უკრაინია და ა.შ.შ.] ხელმძღვანელობენ 2008 წლის 3 აპრილის ნატო-ს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ბუხარესტის სამიტის დეკლარაციითა და 2008 წლის 4 აპრილის ნატო-უკრაინის კომისიის ერთობლივი განცხადებით, რომლებიც ადასტურებენ რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო.

აღიარებენ რა არსებულ საფრთხეებს, რომლებიც ემუქრება გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას, ა.შ.შ. და უკრაინა აპირებენ გააფართოვონ მათ შორის არსებული თანამშრომლობის პროგრამების და დახმარეის მასშტაბები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში რათა დაამარცხონ არსებული საფრთხეები და ხელი შეუწყონ მშვიდობასა და სტაბილურობას. ა.შ.შ.-უკრაინის პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მომგებიანი როგორც ორივე სახელმწიფოსთვის, ასევე რეგიონისთვის.

ნატო-უკრაინის კომისიის ფარგლებში მუშაობის ამოცანაა მიღწეულ იქნას შეთანხმება სტრუქტურირებული გეგმის შესახებ, რათა მოხდეს ნატო-სა და უკრაინას შორის თავსებადობისა და კოორდინაციის გაზრდა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებული წვრთნისა და აღჭურვის მეშვეობით.

ვაღიარებთ რა საფრთხეებს, რომელსაც წარმოშობს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ა.შ.შ. და უკრაინა პირობას დებენ ებრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და სახიფათო ტექნოლოგიების გავრცელებას, საერთაშორისო გაუვრცელებლობის სტანდარტების დაცვითა და ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი განხორციელებითა და გაძლიერებით,

ნაწილი III: ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობა

ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა გეგმავენ თანამშრომლობის გაფართოებას, რათა უზრუნველყონ სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის ზრდა, ეკონომიკური რეფორმების და ლიბერალიზაციის ხელშეწყობა, ისეთი ბიზნეს გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობას და ინვესტიციებს და გააუმჯობესებს პროდუქციის და მომსახურების შესვლას ბაზრებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკური ზრდისთვის, განვითარებისთვის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა მხარს უჭერენ შემდეგ ინიციატივებს:

მიესალმებიან რა უკრაინის შესვლას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) 2008 წლის 16 მაისს, მხარეებმა პირველი აშშ-უკრაინის სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს შეხვედრა 2008 წლის 2 ოქტომბერს გამართეს კიევში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას ვმო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. სხვა სფეროები, სადაც ჩვენ ვაპირებთ მცდელობების გაღრმავებას, მოიცავს ბაზარზე შესვლის გაფართოებას, არსებული დავების მოგვარებას და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ხელშეწყობას. ვაცნობიერებთ რა ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობას ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის, აშშ მხარს უჭერს უკრაინის მცდელობებს ინვესტორთა დაცვის მიმართულებით. 

აცნოებიერებენ რა კარგად ფუნქციონირებადი ენერგოსექტორის მნიშვნელობას, მხარეები აპირებენ მჭიდროდ თანამშრომლობას უკრაინის გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციაზე და ბირთვული საწვავის უკრაინული წყაროების დივერსიფიცირებასა და უზრუნველყოფაზე, რაც უკრაინას ნაკლებად დამოკიდებულს გახდის ბირთვული საწვავის და ბირთვული საწვავის შენახვის უცხოურ წყაროებზე. 

აშშ-უკრაინის თანამშრომლობის პრიორიტეტების საგზაო რუქის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა აპირებენ ორმხრივი ენერგო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მუშაობის დაწყებას. 2008 წლის 10 ივნისის აშშ-ევროკავშირის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა აპირებენ ევროკავშირთან სამმხრივი დიალოგის გაღრმავებას გაფართოებულ ენერგო უსაფრთხოებაზე.  

აქტიურად აფართოებს რა თანამშრომლობას უკრაინის რეგიონებთან, ყირიმის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის გეგმას ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას, დემოკრატიას და კეთილდღეობას გაფართოებული ეკონომიკური განვითარების, ენერგოდაზოგვის, საკვების უსაფრთხოების და კარგო მმართველობის ინიციატივების გზით. ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა ასევე აპირებენ თანამშრომლობას საზოგადოებრივ-კერძო პარტნიორობის სფეროებში უკრაინის რეგიონებში, რაც მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ნაწილი IV: დემოკრატიის გაძლიერება

კანონის უზენაესობის გაძლიერება,  სამართლებრივი სისტემისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმ, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს საკვანძო მნშიშვნელობის მქონე საკითხებს უკრაინის კეთილდრეობისთვის. ჩვენ ვაპირებთ ერთობლივად ვიმუშაოთ რეფორმების, დემოკრატიის, ტოლერანტობის და ყველა თემისადმი პატივისცემის მხარდაჭერის კუთხით.

ა.შ.შ. და უკრაინა განავითარებენ თანამშრომლობას სასამართლოს გაძლიერებისთვის, პროფესიონალიზმის, გამჭვირვალეობის და დამოუკიდებლობის გაზრდისთვის, ასევე სამართლის სფეროში ინფორმირებულობისა და ყველა უკრაინელისთვის სამართალის ხელმისაწვდომობის კუთხით.

სამართალდამცავი და სასამართლო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობით, ა.შ.შ. და უკრაინა გეგმავენ იმუშაონ იმ საერთო საფრთხის წინააღმდეგ რასაც ტრანსნაციონალური დანაშაული, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, ტერორიზმი, ადამიანთა და ნარკოტიკული ნივთიერებების ტრეფიკინგი და კიბერ-დანაშაული წარმოადგენენ.

აღიარებენ რა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას, ა.შ.შ. და უკრაინა აპირებენ გაზარდონ თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს მედიისა და საზოგადოების მხრიდან ანტი-კორუფციული ზომების მონიტორინგს; განავითარონ ეთიკური სტანდარტები შიდა საგამოძიებო რგოლების შექმნით და უფრო ეფექტიანი გახადონ მთავრობის მარეგულირებელი პროცესები.

ა.შ.შ. და უკრაინა გეგმავენ ერთობლივად იმუშაონ რათა ხელი შეუწყონ უკრაინის საკანონმდებლო პროცესს გაზრდილი გამჭვირვალეობით, მოქალაქეებისთვის და მედიისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდით რას თავის მხრივ დაეხმარება ანგარიშვალდებულების მიღწევას და უკრაინის პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდით.

ვაღიარებთ რა უკრაინის სისხლის სამართლის სისტემის ევროპულ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობას, ჩვენ გვეგმავთ ერთობლივ და უფრო ინტენსიურ მუშაობას რამოდენიმე საკვანძო საკითხზე, მათ შორის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებას, რომელიც ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ა.შ.შ. გეგმავს აღმოუჩინოს უკრაინას შემდგომი ტექნიკური დახმარება რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ბრძოლას ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ, მათ შორის მოწმეთა დაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით.

ა.შ.შ. მხარს უჭერს დემოკრატიის და კარგი მართველობის გაძლიერებას უკრაინაში, რაც ეფუძნება უკრაინის პოლიტიკურ პროგრესს და დემოკრატიული განვითარების ვალდებულებას.

ნაწილი V: ადამიანებს შორის ურთიერთობა და კულტურის სფეროში თანამშრომლობა

ამერიკის შეერთებულ შტატებს და უკრაინას აქვთ საერთო სურვილი გაზარდონ ადამიანებს შორის კონტაქტები და გააფართოვონ კულტურული, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიას და დემოკრატიულ ღირებულებებს და გაზრდის ურთიერთგაგებას.

აღიარებენ რა ამერიკის შეერთებული შტატების და უკრიანის ხალხებს შორის გაზრდილი კონტაქტების სასიცოცხლო მნიშვნელობას, ორივე მხარე გეგმავს ხელი შეუწყოს შემდგომ კულტურულ და სოციალურ გაცვლებს და საქმიანობებს ისეთი ინიციატივების ფარგლებში, როგორიცაა სხვადასხვა პროგრამები [ჩამოთვლილია ფროგრამების სახელები: the Fulbright program, Future Leaders Exchange Program (FLEX), Undergraduate Exchange (UGRAD), Legislative Education and Practice (LEAP), the International Visitor Leadership Program, the English Language Teaching and Learning Program and the Open World Program).

ხაზს უსვამენ რა ინოვაციის და დინამიზმის საჭიროებას ორივე ქვეყნის მომავლისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა გეგმავენ ხელი შეუწყონ თანამშრომლობის ზრდას უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევებში. ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ამ გაცვლებს აშშ-ს კანონების და პროცედურების შესაბამისად, რაც მონაწილეობის საშუალებას მისცემს კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროებში კვალიფიციურ პირებს.  

ჩვენი ორი ქვეყანა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას 1932-33 წლებში უკრაინაში დიდი შიმშილის (გოლოდომორის) მიმართ ხსოვნის და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით.  

უკრაინა მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების განზრახვას დააფუძნოს ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობა (ამერიკელი წარმომადგენლის პოსტი) სიმფეროპოლში.

ხელი მოეწერა ვაშინგტონში 2008 წლის 19 დეკემბერს

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან:
სახელმწიფო მდივანი
კონდოლიზა რაისი

უკრაინის მხრიდან:
საგარეო საქმეთა მინისტრი
ვოლოდიმირ ოგრიზკო

Back to top button