ახალი ამბები

აშშ-ს სავაჭრო დელეგაცია თბილისს სტუმრობს

აშშ-ს სავაჭრო დელეგაცია ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ჯონ სალივანის ხელმძღვანელობით 25-28 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობს.

დელეგაცია ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს, რომელიც თბილისში 27 ოქტომბერს გაიმართებს. სამიტის მიზანია ”დაეხმაროს ამერიკულ კომპანიებს შეისწავლონ სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში,” განაცხადა აშშ-ს საელჩომ თბილისში.

მისი თქმით, დელეგაციას, რომელიც უდიდესი სავაჭრო დელეგაცია, რომელიც ოდესმე საქართველოს სტუმრობდა, 18 ამერიკელი ბიზნესმენი ახლავს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან რობერტ მოსბაჩერი, კერძო საინვესტიციო კორპორაციის პრეზიდენტი, ლარი ვოლტერი, აშშ-ს სავაჭრო და განვითარების სააგენტოს დირექტორი, ჯეკ მაკდუგლი, სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, და პოლ დიკი, სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის საკითხებში.

19 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ეკა შარაშიძე აშშ-ს ვაჭრობის მინისტრს კარლოს გუტიერესს შეხვდა ვაშინგტონში.

”ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ მინისტრ შარაშიძესთან აშშ-საქართველოს სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების გაფართოების მიზნით. მზად ვართ ვუზრუნველყოთ, რომ ის დემოკრატიული და ეკონომიკური სარგებელი, რაც საქართველომ ბოლო წლების მანძილზე ნახა, არ დაიკარგოს,” – განაცხადა გუტიერესმა შეხვედრის შემდეგ.  

This post is also available in: English

Back to top button