skip to content
ახალი ამბები

რუსული ძალების გადაადგილებისას აფეთქება მოხდა

რუსული სამხედრო კოლონის გადაადგილებისას აფეთქება მოხდა ენგურის წყალსაცავთან ახლოს მდებარე გზაზე, იტყობინება ”ინტერფაქსი” 6 ოქტომბერს რუსული ძალების სარდლობაზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსული ძალების მეთაურის თანაშემწის ალექსანდრე ნოვიცკის განცხადებით, ინციდენტის მოწმენი გახდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, რომლებიც მცირერიცხოვან კოლონას რუსული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვების მიზნით მიჰყვებოდნენ.

8 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, რუსულმა ძალებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიები 10 ოქტომბრისთვის უნდა დატოვონ. ორი დღეა მედია-საშუალებები, მათი ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟის პროცესზე იტყობინებიან. 

იმავდროულად, ქართული მხარე არ გამორიცხავს გარკვეულ პროვოკაციებს რუსული ძალების გასვლის პროცესის გაჭიანურების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button