რუსული ძალები საგუშაგოების მოხსნას იწყებენ
რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეთ განლაგებული რამდენიმე საგუშაგოს მოხსნა დაიწყო, იტყობინებოდა ქართული მედია 5 ოქტომბერს.
რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ასევე დაადასტურა, რომ პროცესი დაიწყო.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, რუსეთმა 10 ოქტომბრისთვის უნდა მოხსნას ყველა თავისი საგუშაგო და გაიყვანოს ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მოხსნეს საგუშაგოები გორიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ალში, იტყობინება AFP.
ქართული მედიის ცნობით, გაყვანის ნიშნები გაჩნდა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე რამდენიმე სოფელში, მათ შორის ურთაში, განმუხურში, ქვედა ჩხოროწყუში და კანტში, ასევე საჩხერის რაიონში, რომელიც ცხინვალის რეგიონის დასავლეთით მდებარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)