
ჩრდილოეთ ოსეთი ცხინვალს აგრესიის მოგერიებაში დახმარებას პირდება
ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა ცხინვალის რეგიონს ”აგრესიის მოგერიებაში” დახმარება აღუთქვა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 2 აგვისტოს.
მამსუროვს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითისთან მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ზონაში ინტერნსიური სროლები მოხდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა ცხინვალში და მის მიმდებარე სოფლებში. ხოლო ქართული მხრიდან ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაშავდა.
”ჩრდილოეთ ოსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს და მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენ სამხრეთელ ძმებს,” – განაცხადა მამსუროვმა. ”შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომელმაც ნამდვილი ომი გააჩაღა ოსეთის წინააღმდეგ. მზად ვართ ერთად მოვიგერიოთ აგრესია”.
ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის მხარე იტყობინება, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქიდან და ახლომდებარე სოფელ დმენისიდან ბავშვების და ქალების ევაკუაცია განახორციელოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)