
ბაქრაძე ბრიუსელს სტუმრობს
დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, 28 აპრილს ნატოს შტაბბინას სტუმრობს.
ბაქრაძე, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდება და ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გამოვა სიტყვით.
ბაქრაძემ განაცხადა, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგანაც ის წინ უსწრებს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას, რომელიც 30 აპრილსაა დაგეგმილი.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვა საშუალებას მისცემს ნატოს წევრებს 30 აპრილს რუსეთის წინაშე დააყენონ ეს საკითხი,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)