skip to content
ახალი ამბები

აშშ ”ძალიან შეშფოთებულია” რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობით

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს მიიღოს ინფორმაცია მოსკოვისგან და მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისთან, რათა მკაფიო სურათი ჰქონდეს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტთან  დაკავშირებით.


ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ტომ კეისიმ განაცხადა, რომ აშშ ძალიან შეშფოთებულია. ” წარსულშიც მომხდარა მთელი რიგი  პროვოკაციული ინციდენტები. არ გვინდა, რომ ისინი კვლავ განმეორდეს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას ორ მეზობელს შორის,” – განაცხადა მან.


საქართველოს განცხადებით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა MIG-29-მ მისი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ქართულმა მხარემ გაავრცელა თვითმფრინავზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული მასალა, სადაც ჩანს, როგორ ესვრის საბრძოლო თვითმფრინავი ქართულ საფრენ აპარატს ჭურვს. ქართული სარადარო მონაცემების თანახმად, MIG-29 აფხაზეთის გუდაუთის ბაზიდან აფრინდა და ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთში გაფრინდა. 


კითხვაზე, მოხდა თუ არა ინციდენტი ისე, როგორც ამას ქართული მხარე აღწერს, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: ”ვფიქრობ, ბევრი ღია შეკითხვა რჩება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ვცდილობთ მივიღობთ ინფორმაცია რუსებისგან, რათა მკაფიოდ შევაფასოთ მართალია ეს თუ არა”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button