ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედის” დასაცავად ოპოზიცია აქციას მართავს

ტელეკომპანია ”იმედის” დაცვის ლოზუნგით დღეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამოდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.


”ტელეკომპანია ”იმედის” თავისუფლება იგივეა, რაც სიტყვის თავისუფლება და საქართველოში მედიის თავისუფლება… ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ”იმედი”… მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო საზოგადოებას გვერდზე დაგვიდგნენ ჩვენ სამართლიან ბრძოლაში,” – ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც საპროტესტო აქციაზე იქნა წაკითხული.


განცხადებას ხელს აწერენ რვა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის და თანასწორობის ინსტიტუტი.


”იმედი” მესაკუთრეობა დავის საგანია ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს ინა გუდავაძესა და პატარკაციშვილის დეიდაშვილს ჯოზეფ ქეის შორის. პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეიმ ტელეკომპანიის აქციები დოკუმენტების გაყალბების გზით შეიძინა. ინა გუდავაძემ 24 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ დავის ”პოლიტიზირება” დაუშვებელია და საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button