skip to content
ახალი ამბები

“რუსეთი შესაძლოა გზას იკვალავს აფხაზეთის აღიარებისკენ” – ბენიტა ფერერო-ვალდნერი

”არსებობს მზარდი შეშფოთება და წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა გზას იკვალავს აფხაზეთის აღიარებისკენ,” იტყობინება ”როიტერი” საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის ბენიტა ფერერო-ვალდნერის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ეს განცხადება ბრიუსელში 10 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილენი იმსჯელებენ საქართველოს შესახებ და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს, ”რათა უფრო ძლიერად დაეხმაროს საქართველოს რთულ სიტუაციაში”.


”ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას… ეს აბსოლუტურად ნათელია,” – განაცხადა ევროკომისარმა.


გასულ კვირას რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. ამ ნაბიჯს თბილისმა ”ამორალური და ძალიან სახიფათო” უწოდა.


ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ შვედეთმა და პოლონეთმა მოუწოდეს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს მეტი გააკეთონ საქართველოში სტაბილიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება შესაძლოა გამიოხატოს ვიზების გამარტივებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button