ახალი ამბები

მოქმედი პრეზიდენტი ”იმედის” გახსნაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ”მნიშვნელოვანი” უწოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის თაობაზე, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ტელეკომპანია ობიექტური იქნება.


ტელეიმედი 34-დღიანი იძულებითი სამაუწყებლო პაუზის შემდეგ 12 დეკემბერს გაიხსნა. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ შეწყვიტა. 


”ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება,  მიუხედავად იმისა ვიცით წინასწარი, დაახლოებითი განწყობა მაინც, რაც შეიძლება გახმოვანებული იქნას ტელეეთერიდან… მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ეკუთვნის პრეზიდენტობის ერთ კონკრეტულ კანდიდატს [ბადრი პატარკაციშვილს], რაც არცერთ ქვეყანაში დასაშვები არ არის,”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


მან ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენაზე გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმის გამოც მიიღო, რომ ”არ მიდგომოდა არჩევნების გამჭირვალობას ჩრდილი”.


”მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ტელეკომპანია შეეცდება იყოს ობიექტური, რაც არ ნიშნავს არაკრიტიკულობას, ბუნებრივია”- აღნიშნა ბურჯანაძემ.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button