skip to content
ახალი ამბები

პატარკაციშვილი თბილისში ჩამოსვლას რამდენიმე დღეში გეგმავს

ბიზნესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი თავისი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად საქართველოში 14 დეკემბერს ჩამოვა, იტყობინება ქართული მედია.


ოპოზიციურმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს წარმოადგენს, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ შტაბის წევრები ხელისუფლებასთან და საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრას გეგმავენ, რათა დამატებითი გარანტიები მიიღონ იმისა, რომ პატარკაციშვილს ჩამოსვლისას არ დააპატიმრებენ.


საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ პატარკაციშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა გადადგომამდე განაცხადა, რომ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ არ აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე და ყველას მიეცემოდა კენჭისყრის საშუალება.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button