ახალი ამბები

პარლამენტმა მუშაობა პროკურატურაში დაგეგმილი ბრიფინგის გამო დროებით შეწყვიტა

საქართველოს პარლამენტმა პლენარული სხდომა ერთი საათით შეწყვიტა გენერალურ პროკურატურაში დაგეგმილი საგანგებო ბრიფინგის გამო, სადაც წინასწარი ინფორმაციით, განცხადებები თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაკეთდება.


”იქნება მოწოდებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი, რომელიც ძალიან ბევრ მოვლენასთან დაკავშირებით მისცემს შესაძლებლობას მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ გააკეთოს სწორი დასკვნები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,”- განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ.

Back to top button