skip to content
ახალი ამბები

კოკოითი სამშვიდობოებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება გეგმავს ოფიციალურად მიმართოს რუსეთის ფედერაციას, რათა ამ უკანასკნელმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქის ზონაში  მყოფი რუსი სამშვიდობოები ჰაერსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემებით შეაირაღოს, განუცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ”ინტერფაქსს” 31 აგვისტოს. 


”ვაპირებ, ოფიციალურად მივმართო რუსეთის ხელისუფლებას, რათა ჰაერსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემები განათავსონ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ქართული მხარის მიერ აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული პროვოკაციების მსგავსი ქმედებები,” – განაცხადა კოკოითმა.


”რუსი სამშვიდობოები ჰაერსაწინაღო თავდაცვის სისტემებით რომ იყვნენ აღჭურვილი, ამოუცნობ საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოხსნილი იქნებოდა,” – დასძინა მან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button