ახალი ამბები

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ბრიტანული სწავლება იმართება

დღეს ვაზიანში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ერთობლივი ქართულ-ბრიტანული სწავლება ”ჯორჯიან ექსპრეს 2007”-ი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ბრიტანული ასეული და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I-II ქვეითი ბრიგადების სამედიცინო სამსახურის პერსონალი მონაწილეობს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება 9 სექტემბერს დასრულდება. 12 დღის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან თეორიული და პრაქტიკული მომზადების სრულ კურსს.


სწავლება საქართველოსა თავდაცვის სამინისტროს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირნალდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2004 წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად მხარეთა შორის 2007 წლის თანამშრომლობის გეგმის მიხედვით ტარდება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button