რუსეთი ირწმუნება მისი მონაცემები თბილისის ბრალდებებს უარყოფს
რუსეთმა საქართველოს გადასცხა სარადარო მონაცემები რომლებიც ადასტურებენ რომ მოსკოვს კავშირი არ აქვს 6 აგვისტოს ინციდენტთან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ვალერი კენიაკინმა 16 აგვისტოს. თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ ”არანაირი კონკრეტული ინფორმაცია” მას არ მიუღია.
კენიაკინი შედის რუსეთის დელეგაციაში, რომელიც თბილისში 16 აგვისტორ ჩამოვიდა რათა 6 აგვისტოს ინციდენტის დეტალები შეისწავლოს. პირველი შეხვედრა დელეგაციამ იმავე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ბათუ ქუთელიასთან გამართა.
”ჩვენ გადავეცით ქართველ კოლეგებს შესაბამისი დოკუმენტები რომლებიც ობიექტურად ასახავს რუსული სარადარო მონაცემებს და რომლებიც ადასტურებენ, რომ არ არსებობს ინფორმაცია რომლითაც 6 აგვისტოს სარაკეტო ინციდენტთან რუსეთის კავშირი დასტურდება,” განაცხადა კენიაკინმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
”ქართულმა მხარემ ჩვენ ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ ეს ინფორმაცია როგორც საკმარისი მტკიცებულება,” დასძინა მან.
რუსეთის საჰაერო ძალების გენშტაბის მეთაურმა იგორ ხვოროვმა, რომელიც ასევე შედის დელეგაციაში, განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ქართულ მხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია.
იგივე ბრალდებები შეხვედრის შემდგე, ქართული მხარის მიერაც გაისმა. ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”ჩვენ რუსი კოლეგებისგან ონკრეტული ინფორმაცია არ მიგვიღია.”
მან ასევე განაცხადა რომ მხოლოდ ”მეორეხარისხოვანი” საკითხები დარჩა გასარკვევი, რადგან ძირითად საკითხებზე უკვე ორი გამოძიება ჩატარდა – ერთი ქართული მხარის მიერ და მეორეც საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ.
”ამ გამოძიების დადასტურებული ფაქტები სავსებით საკმარისია და ადასტურებს რუსეთის მხრიდან საფრენი აპარატის შემოფრენის და რაკეტის ჩამოგდების ფაქტს,” – განაცხადა ქუთელიამ – ”რაც შეეხება ამ შეხვედრას, რუსული მხარის მიმართ ჩვენი თხოვნა იყო მოეწოდებინათ დამატებითი ინფორმაცია, რაც ნათელს მოფენდა სხვა დეტალებს, რაც შედარებით მეორეხარისხოვანია, კერძოდ საიდან მოხდა თვითმფრინავის აფრენა, რატომ მოახდინა მან გასროლა, ან რა იყო სამხედრო დავალება.” მაგრამ მისი თქმით ამის შესახებ ინფორმაციის მიღება ჯერ ვერ მოხერხდა.
17 აგვისტოს რუსეთის დელეგაციამ სოფელ წითელუბანთან, ინციდენტის ადგილი მოინახულეს სადაც ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოვარდა, დღესვა დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვევა სადაც ჩამოვარდნილი რაკეტის 6,000-ზე მეტი ფრანგმენტი ინახება.
ამასობაში, 16 აგვისტოს რუსეთმა კიდევ ერთხელ დაბლოკა საკითხის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოზე.
თუმცა როგორც გაეროში ა.შ.შ.-ის წარმომადგენელმა ჯეკი სანდერსმა განაცხადა მისი ქვეყანა კვლავაც გააგძელებს მცდელობებს ჩატარდეს უშიშროების საბჭოს ოფიციალური სხდომა რომელიც 6 აგვისტოს ინციდენტს განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)