ახალი ამბები

კოკოითი: რუს სამშვიდობოებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უნდა გააჩნდეთ

ცხინვალმა რუსეთს თხოვნით მიმართა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქის ზონაში  მყოფი რუსი სამშვიდობოები ჰაერსაწინაღო თავდაცვის სისტემებით შეაირაღონ.


ამის შესახებ 9 აგვისტოს ”რია ნოვოსტის” თვითგამოცხადებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
 
ცხინვალის მტკიცებით, 6 აგვისტოს საქართველოს მხრიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავი შეიჭრა, რომელმაც ორი რაკეტა ჩამოაგდო.
 
”იმისათვის, რომ ქართული მხარისგან ამგვარი პროვოკაციები შეწყდეს, ჩვენ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მივმართავთ, გააძლიეროს სამშვიდობო ძალების რუსული კონტინგენტი და აღჭურვოს ისინი თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით, რათა მათ შეძლონ საჰაერო სივრცის დამრღვევის ჩამოგდება. ამის შემდეგ ნათელი გახდება ვისი თვითმფრინავი იყო და რა მიზნით შემოფრინდა კონფლიქტის ზონაში”, – იუწყება ”რია ნოვოსტი” კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button