ახალი ამბები

ამერიკელი დიპლომატი გმობს ’საქართველოზე შეტევას’

აშშ გმობს ”ნებისმიერი სახით თავდასხმას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე,”- განუცხადა 7 აგვისტოს ”როიტერს” აშშ-ს სახელმწიფო მდივანის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ.


მისი თქმით, ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ ვინ იდგა 6 აგვისტოს ინციდენტის უკან, რომლის დროსაც მართვადი რაკეტით დაიბომბა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, ბრაიზამ განაცხადა, რომ ”ჩვენ არავითარი მინიშნება არ გვაქვს იმაზე, რომ საქართველომ თავის თავი დაბომბა. ეს ეჭვგარეშეა”.


რუსეთმა თითი თბილისისკენ გაიშვირა განაცხადა რა, რომ 6 აგვისტოს თავდასხმა თბილისის მიერ იყო ორგანიზებული შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით.


”ასეთი რიტორიკა, რომ საქართველომ თავის თავს შეუტია, უსარგებლოა. ეს სიტუაციას ძაბავს,”- განაცხადა ბრაიზამ, ”ჩვენ ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ დავინახეთ”.


ბრაიზა ასევე მიესალმა საქართველოს ”ქების ღირსს” და ”თავშეკავებულ” პასუხს ინციდენტზე. ”ახლა მოთოკილი რიტორიკის დროა და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ისეთივე თავშეკავებული იქნება, როგორც ეს საქართველომ გვიჩვენა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button