skip to content
ახალი ამბები

თბილისში ირან-საქართველოს ურთიერთობებზე მრგვალი მაგიდა იმართება

საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანუჩერ მოჰამედი სტუმრობს.


მისი ხელმძღვანელობით ირანის ოფიციალური პირების დელეგაცია მონაწილეობს მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე: “ქართულ-ირანული ურთიერთობები და რეგიონალური უსაფრთხოება”. 


ღონისძიებას, რომელიც ირანული მხარის ინიციატივით 10-წლიანი პაუზის შემდეგ ტარდება, 19-20 ივნისს ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი” მასპინძლობს. განიხილება ორი ქვეყნის ურთიერთობები და მათი პერსპექტივები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.


შეხვედრაში  საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საგარეო ურთიერთობების საბჭოს, საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები.


”ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმ დელიკატურობის მომენტს, რაც ირანის ურთიერთობებს ახასიათებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მოუგვარებელ საკითხს ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით და ა.შ, მაგრამ ამასთან ერთად, დიალოგის რეჟიმი ამ ქვეყანასთან არასოდეს არ უნდა შეწყდეს. და ეს ამოცანა წყდება სწორედ ამ შეხვედრაზე,”- განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა,  საგარეო ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელმა ირაკლი მენაღარაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button