skip to content
ახალი ამბები

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი მოსკოვის მერს შეხვდა

მოსკოვში მყოფი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში დღეს მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს შეხვდა,  იუწყება დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური.


შეხვედრაზე მოსკოვსა და სოხუმს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, რომელიც ”სულ უფრო დინამიური ხდება.”


მოსკოვში ვიზიტისას სერგეი ბაღაფში 26 მარტს ასევე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button