skip to content
ახალი ამბები

აფხაზური ოპოზიცია ე.წ საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 4 და 18 მარტს გამართული ე.წ საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგებს დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ ოპოზიციონერი კანდიდატები და გაყალბების ფაქტებზე მიუთითებენ, იუწყება 23 მარტს ”აფსნიპრესი”.


”არჩევნებზე გამოვლინდა საარჩევნო კანონმდებლობის მასიური მიზანმიმართული დარღვევები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან… ეს ყველაფერი აჩენს სერიოზულ უნდობლობას ხალხში არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ოპოზიციონერთა მიმართვაში.


ოპოზიციონერი კანდიდატები ორჯერ ხმის მიცემის ”ათასობით ფაქტებზე” და ამომრჩეველთა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდაზე, საარჩევნო სიების გაყალბებაზე მიუთითებენ.


მაჟორიტარული არჩევნების ორივე ტურის შედეგად 35-მანდატიან დე ფაქტო პარლამენტში 28 ადგილი დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის მომხრეებმა მოიპოვეს, მანდატების დანარჩენი რაოდენობა ოპოზიციას ერგო.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button