skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში სეპარატისტი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა

მოსკოვში თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 23 მარტს.


შეხვედრაზე განიხილეს, სამი თვითგამოცხადებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი, რომელიც 10 აპრილს სოხუმში არის დაგეგმილი.


ასევე ”დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების” თანამეგობრობის მუშაობის და შემდგომი განვითარების საკითხები. თანამეგობრობა სამი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებმა გასული წლის ივნისში დააფუძნეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button