skip to content
ახალი ამბები

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებს ახალი სარდალი ჰყავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი დაინიშნა,  საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის განკარგულების შესაბამისად. 


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით ნაირაშვილი 1992 წლიდან სამხედრო ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა, მათ შორის იყო გენშტაბის უფროსის მოადგილე.

მან ამ თანამდებობაზე ალან ლაკოევი შეცვალა. 


აღნიშნული საკადრო ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, რაც 12 მარტს დუშეთის რაიონში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მი-24 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვადრა და ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა.


როგორც თავდაცვის სამინისტროში ”სივილ ჯორჯიას” განუცხადეს, გამოძიება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარებს, ჯერ არ დასრულებულა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button