skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: წელს 1,7 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია იგეგმება

წელს საქართველოში იგეგმება 1,7 მლრდ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციების განხორციელება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 21% იქნება, განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


მისი თქმით, შარშან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მილიარდ 120 მილიონი დოლარი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 14,5 პროცენტს შეადგენს. განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა დაასახელა სამი ლიდერი ქვეყანა: აშშ, დიდი ბრიტანეთი და ყაზახეთი.


”მთავარია, რომ  რუსეთის სანქციების მიუხედავად, შარშან ეეკონომიკური ზრდის ტემპი თითქმის 10% [9,4%] გვქონდა. წელს ჩვენი ამოცანაა ზრდის ორნიშნა ტემპების მიღწევა. საამისოდ ვაგრძელებთ რეფორმებს და გვექნება კიდეც შესაბამისი შედეგები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button