skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში გაემგზავრა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც  შეხვედრებს გამართავს წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, პენტაგონში და სახელმწიფო დეპარტამენტში.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე ასევე შეხვდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, საერთაშორისო რესპუბლიკური და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების ხელმძღვანელებს.


დაგეგმილია ასე ნინო ბურჯანაძის სიტყვით გამოსვლა სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლების ცენტრში (CSIS) თემაზე  “საქართველო – დემოკრატიის განვითარებისა და ჩრდილოატლანტიკური ინტერგრაციის გზაზე”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button