skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია და მმართველი პარტია ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციაზე თანხმდებიან

დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან და ოპოზიციური პარტიებიდან 9 მარტს გამართულ ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაციის ტექსტზე შეთანხმდნენ.


დეკლარაცია გამოხატავს ქვეყანაში არსებული წამყვანი პოლიტიკური პარტიების  ერთობლივ პოზიციას საქართველოს ნატოში მისწრაფების თაობაზე, განაცხადეს დეპუტატებმა კონსულტაციების შემდეგ.


”ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა… ნატოსთან მიმართებაში ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოება არ არსებობს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


”უნდა განვაცხადო, რომ მმართველი უმრავლესობა ნამდვილად კონსტრუქციული იყო და მათ გაითვალისწინეს ყველა ჩვენი წინადადება”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.


”მთავარი უთანხმოება დეკლარაციის ტექსტის თაობაზე წარმოიშვა, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობას სურდა, რომ მასში ჩაწერილიყო ახლანდელი ხელისუფლების მიღწევების შესახებ ნატოსკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ოპოზიცია ამის წინააღმდეგ წავიდა. ჩვენ დათმობაზე წავედით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.   


”გვინდა, რომ დეკლარაციაში აისახოს ჩვენი სწრაფვა ევროპული ტიპის ლიბერალური დემოკრატიისკენ”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button