ახალი ამბები

პარლამენტმა ლუსტრაციის შესახებ კანონი ჩააგდო

დღეს პარლამენტმა 45 ხმით 37-ის წინააღმდეგ ჩააგდო ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც საბჭოთა წარსულს უარყოფით შეფასებას აძლევდა და იმ პირებს, ვინც ყოფილ საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ,  სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურს უკრძალავდა.


ინიციატორი ოპოზიციური ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტია”. კანონპროექტი დღეს დეპუტატებს ფრაქციის წევრმა, დეპუტატმა კახა კუკავამ წარუდგინა და უმრავლესობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


თუმცა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ”ამ საკითხზე თვითონ უმრავლესობის შიგნით დისკუსია დამთავრებული არ არის”.


”მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი მიიღებს კანონს საბჭოთა წარსულის შეფასების თაობაზე”, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button